სიახლეები

მთავარი

23 თებერვალი, 2026

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ რეგიონული ეტაპი გორში ფრენბურთი ტურნირით გაიხსნა.

შეჯიბრების დაწყებამდე გორის მუნიციპალიტეტის გუნდებს, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მუნიციპალური ეტაპები წარმატებით გადალახეს, სპორტული ფორმები გადაეცათ.

ერთმანეთს გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში, გორის №7 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

რეგიონული თამაშები სპორტის 7 სახეობაში ტარდება: ბადმინტონში, ხელბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნობაში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და 3x3 კალათბურთში.

ფრენბურთის გარდა, გორი შეჯიბრებებს გეზრბენშიც უმასპინძლებს. დანარჩენ სპორტის სახეობებში ტურნირები ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

რეგიონული ეტაპი ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ მონაწილე გუნდები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან.

ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით