სიახლეები

მთავარი

21 თებერვალი, 2026

გიდების საერთაშორისო დღე

გორში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა მუზეუმებისა და გიდების წარმომადგენლებს პროფესიული თარიღი მიულოცეს და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და გიდების მნიშვნელოვან როლზე ტურიზმის განვითარებაში.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

გიდების საერთაშორისო დღე 1985 წლიდან მსოფლიოს თითქმის 100 - მდე ქვეყანაში აღინიშნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით