
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

20 თებერვალი, 2026
ახალი სოციალური პროგრამა - დახმარება ახალშობილებისთვის.
პროგრამა ითვალისწინებს 2026 წელს დაბადებული ახალშობილების ჰიგიენური და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას.
ფულადი დახმარება - 1 000 ლარი
ოჯახს შეუძლია აღნიშნული დახმარება გამოიყენოს ნაწილ - ნაწილ, თანხის ამოწურვამდე (2026 წლის განმავლობაში).
ბავშვი უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.
ოჯახის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 57 000.