სიახლეები

მთავარი

20 თებერვალი, 2026

სოფლის პროგრამა

გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2026 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს სოფლებში პირადად დაესწრო და უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინა მათი საჭიროებები.

მიმდინარე წელს, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.

გარეგანათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა - რეაბილიტაცია, შემოღობვის სამუშაოები, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2026 წელს განხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით