სიახლეები

მთავარი

18 თებერვალი, 2026

ახალი სოციალური პროგრამები

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების წესში ცვლილებები შეიტანა და რამდენიმე ახალი სოციალური პროგრამა დაამატა.

ახალი პროგრამები:

2026 წელს დაბადებული ახალშობილების მხარდაჭერა

ჰიგიენური და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა (არაერთჯერადი)

ბავშვი უნდა იყოს რეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტში

ოჯახის სარეიტინგო ქულა - არაუმეტეს 57 000

წლიური ლიმიტი - 1000 ლარი

მე-5 და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში დახმარება (2026 წელი)

ერთჯერადი დაფინანსება - თითოეულ შვილზე 1000 ლარი

მაგალითი:

მე-5 შვილის შეძენისას — 5000 ლარი

მე-6 შვილის შეძენისას — 6000 ლარი და ა.შ.

პირობა:

ერთ - ერთი მშობელი და შვილები განცხადების შეტანამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში რეგისტრირებული უნდა იყვნენ გორის მუნიციპალიტეტში

ცვლილებები არსებულ პროგრამებში:

ონკოლოგიური პაციენტების დახმარება (სამედიცინო კვლევები)

წლიური ლიმიტი იყო - 500 ლარი

გაიზარდა - 1000 ლარამდე

უფასო მედიკამენტების პროგრამა

(სარეიტინგო ქულა: 0 – 150 000 ჩათვლით)

უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ:

ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები

პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პირები

შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (ინსულინდამოუკიდებელი)

ბრონქიალური ასთმით დაავადებული პირები

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პირები

თვალის ქრონიკული დაავადება — გლაუკომა (სამედიცინო კოდი H40–H42; H42*)

წლიური ლიმიტი იყო - 300 ლარი

გაიზარდა - 500 ლარამდე

დედ - მამით ობოლი ბავშვების დახმარება

(ასევე იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებს შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები)

ასაკი: 0 – 18 წელი

წელიწადში ერთხელ იყო - 1000 ლარი

გახდა - 2000 ლარი

ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება

(მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში)

იყო - მაქსიმუმ 6000 ლარი

გახდა - მაქსიმუმ 8000 ლარი (ზარალის ოდენობის გათვალისწინებით, წელიწადში ერთხელ)

შეზღუდული მხედველობის მქონე მოქალაქეების დახმარება

ახალი რეგულაციის მიხედვით შეზღუდული მხედველობის მქონე პირები, რომლებსაც ბავშვობიდან აქვთ მინიჭებული შშმ პირის სტატუსი (დიაგნოზის მიუხედავად) და მოგვიანებით შეექმნათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დახმარებას მიიღებენ შესაბამისი სამედიცინო დარგის ექიმი - სპეციალისტის მიერ გაცემული ფორმა №100 - ის წარმოდგენის შემთხვევაში.

დახმარებები:

მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 350 ლარი;

მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - ის ჩათვლით)

წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით