სიახლეები

მთავარი

17 დეკემბერი, 2023

გორში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო.

მერთან ერთად ნაძვის ხის ანთებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გორის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე, პატარების საახალწლო განწყობაზე იზრუნა „გორის გოგონათა გუნდმა“, “K DANCE STUDIO” - ის მოცეკვეებმა და გასართობმა ცენტრმა “HAPPY DAYS” - ის ანომატორებმა. ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყო ატრაქციონებიც, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.

გორი წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული. გარდა ცენტრალური მოედნისა, საახალწლო ილუმინაციები განთავსებულია თეატრის სკვერშიც, რომლებიც საქართველო პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით