გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
25 ნოემბერი, 2023
28 ნოემბერი, 12:00 საათი
გორი, თეატრის სკვერი
გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
მათ, ვისაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის პროცესში წვლილის შეტანა სურს, შესაძლებელია ნივთების ელექტრონულად შეძენაც მაღაზია www.Re-market.ge _ზე.
https://www.facebook.com/profile.php?id=100083232553746&mibextid=LQQJ4d
გაყიდვების შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ.
გამოფენა - გაყიდვას „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მართავს.
„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია მათი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გრაფიკი 2025
თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს.
რეგისტრაცია გრძელდება 25 იანვრის ჩათვლით