სიახლეები

სიახლეები

10 ივნისი, 2022

გორის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა.

სხდომა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გახსნა. მან საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და სამომავლოდ მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები არიან.

დღესვე, საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვაა მერის საქმიანობაში.

მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის 2022 წლის 31 მაისის #ბ20.202215114 ბრძანებით დამტკიცდა.

ბრძანება და საბჭოს დებულება იხილეთ - http://gori.gov.ge/sajaro.../894-mrchevelta-sabtcho.html 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით