
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 აპრილი, 2022
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, სააღდგომო ნობათი დარიგდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და შშმ პირებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები გადასცა.
მერიის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს გორის მერის მოადგილეებმა პირადად მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და დღემდე მოსახლეობის დასახმარებლად, არაერთი აქცია განახორციელა.