სიახლეები

სიახლეები

25 იანვარი, 2022

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: „მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო“

გორის მერმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა და მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
გორის მერი მოსახლეობის გააქტიურების იმედსაც გამოთქვამს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თითოეული მათგანის პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას.
„მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ასე ჩვენ შევძლებთ მათი პრობლემების დროულად მოგვარებას. ადგილობრივებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარ უბანსა თუ სოფელში რისი გაკეთება სურთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველა ოჯახის მდგომარეობა, მათი პრობლემები დროულად უნდა მოვიდეს ჩვენამდე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს რეაგირება და მოგვარება.“ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმომადგენლებს სისტემატურად ხვდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით