
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

20 თებერვალი, 2019
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები, გადასაადგილებელი ჩარჩოები და იდაყვის ხელჯოხები გადაეცათ. ოცდასამ ბენეფიციარს ეტლები და სხვა დამხმარე მოწყობილობები ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ასოციაცია „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის 2014 წლიდან უწევს დახმარებას ჩვენ შშმ პირებს, მათი დახმარებით უამრავ მათგანს უკვე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი სტანდარტების ეტლით.
მინდა მადლობა გადავუხადო ამ ასოციაციას და მის ხელმძღვანელს ქალბატონ მაია კვეზერელ-კოპაძეს და ნანა კობერიძეს“ - კონსტანტინე თავზარაშვილი.