
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

14 დეკემბერი, 2018
ტყვიავიში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა.
კლუბში როგორც ტყვიავის, ასევე მეზობელ სოფლეში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ექნებათ ინგლისური ენის შესწავლის, ხოლო მასწავლებლებს პროფესიული გადამზადების საშუალება.
კლუბის პრეზენტაციას, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კლუბი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით პროგრამა „ინგლისური ენა თემისთვის’’ ფარგლებში გაიხსნა. კლუბებისთვის საზოგადოებრივი ცენტრები მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობის გამო შეირჩა. შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით.
გარდა ტყვიავისა, ინგლისური ენის კლუბები გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა.
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით პრდაგოგებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მიზნით, რამდენიმე წელია მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გორის ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანწილად ამ თანამშრომლობის შედეგია.