
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 სექტემბერი, 2018
21 სექტემბრი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. „მშვიდობა ღიმილით იწყება“ ამ ლოზუნგით აღინიშნა გორში მშვიდობის საერთაშორისო დღე. გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გორის ცენტალური მოედანი მშვიდობის სიმბოლოებით მოხატეს და შერჩეულ თემატიკასთან დაკავშირებით მოხსენებები გააკეთეს.
ცენტრალურ მოედანზე სკოლის მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ. მათ მოსწავლეებს მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სიმბოლური აქცია გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.