
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 მაისი, 2018

„სტარტაპ საქართველოს" მიზანია ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.
„სტარტაპ საქართველო" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამა ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. „სტარტაპ საქართველო" პროექტების შერჩევის პროცესს წარმართავს კონკურსის წესით, წარმოდგენილი განაცხადებიდან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით.
პროგრამის სრული აღწერა იხილეტ მითითებულ ბმულზე: