
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 სექტემბერი, 2022
ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში ჩატარდა, გარდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისა, მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ჩეხეთის კარიტასის წარმომადგენლებმა მიიღეს. ასევე, აქციას შეუერთდნენ გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, ტყვიავის საჯარო და გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო 2010 წელს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს“ ინიციატივით შეუერთდა. დასუფთავების აქცია, რომლის მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა, მიმდინარე წელს პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში 16, 17 და18 სექტემბერს ტარდება.
საერთაშორისო კამპანია 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული