გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
ძლიერი წვიმამ მთაზე, რომლის მიმდებარედ მიჩურინის ქუჩა მდებარეობს, ღვარცოფი გამოიწვია.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა, რუსთავისა და თელავის შემდეგ გორში გამოიფინა.
გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებს შორის 2 ივნისს დაიწყო.
პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ აძვში იმყოფებოდა. დღეს აღნიშნული სოფლის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა სოფლების - ახალუბნისა და აძვის მკვიდრები დააკავეს. ორივე სოფელი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საზოგადოება ,,ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საზოგადოება ,,ბილიკი“ ბავშვზე ზრუნვის, თემის განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მოხალისეობრივ პროგრამებს ახორციელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამ ეტაპზე ,,ბილიკი“ ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან“ ერთად მუშაობს პროექტზე „თვითმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგი“, რომლის პრეზენტაცია დღეს მუნიციპალიტეტში მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა.