სიახლეები

სიახლეები

00 , 0000

,,ნონას თასი“ გორში

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა, რუსთავისა და თელავის შემდეგ გორში გამოიფინა. საზეიმო ღონისძიება გორის კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში“ გაიმართა და მას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილიც ესწრებოდნენ. ღონისძიება, რომელშიც ჭადრაკის ნებისმიერ მოყვარულს შეეძლო მონაწილეობა, მოიცავდა სახალისო ვიქტორინას, ქართული ჭადრაკისადმი მიძღვნილ გამოფენას და ერთობლივი თამაშის სეანსებს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილთან და სხვა ცნობილ მოჭადრაკეებთან. საჭადრაკო ტურნირი ბათუმი 2018, რომლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც ,,ნონას თასი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს, 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართება. ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა. ,,ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული თასი იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით