სიახლეები

სიახლეები

13 იანვარი, 2023

გორის მერი "ქართული მედია ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი „ქართული მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში წინა წლებში განხორციელებული პროექტები იყო.

საუბარი შეეხო ასევე სოფლებში გასულ წელს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
„ქართული მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი იდეებიც გააცნეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ქალბატონებს მხარდაჭერასა და მათი იდეების გათვალისწინებას დაჰპირდა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. მოსახლეობამ უნდა იაქტიუროთ და ჩაერთოთ ამ პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა, რომ სწორედ ის პროექტები განხორციელდეს, რაც ადგილობრივების უმრავლესობას სურს. გასულ წელს თითქმის ყველა სოფელში ვიყავი პირადად ჩასული და დავესწარი შეხვედრებს. არის სოფლები, სადაც ქალბატონები აქტიურობენ და ეს ძალიან კარგია, თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია და უნდა იაქტიუროთ“. - განაცხადა შეხვედრაზე გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით