სიახლეები

სიახლეები

28 დეკემბერი, 2022

გორში ხანდაზმულებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართა.

გორში ხანდაზმულებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართა.

ვახშამს სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციარები და სოციალურად შეჭირვებული 100 - მდე მოხუცი ესწრებოდა.

ღონისძიება 18 დეკემბერს ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით გაიმართა.

ხანდაზმულებს საღამო გორელმა ახალგაზრდებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაულამაზეს.

ვახშამზე მოხუცებმა საკუთარი რეპერტუარიც წარმოადგინეს.

ხანდაზმულებს დამდეგი შობა - ახალი წელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საკრებულოს ხელმძღვანელმა დავით რაზმაძემ მიულოცეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქველმოქმედო აქციაში ჩართულ ყველა მონაწილეს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით