სიახლეები

სიახლეები

26 დეკემბერი, 2022

გორში საშობაო ბაზრობა მოეწყო

გორში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა მოეწყო.

ღონისძიება, ტრადიციულად, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა - კურთხევით გოგებაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.

აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვინც აწარმოებს ქართულ ოჯახურ ღვინოს, თაფლს, ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, მურაბებს, ჯემებს, საკონდიტრო ნაწარმს და ამზადებს სხვადასხვა სახის ტკბილეულს, ვინც ქმნის ხელნაკეთ საახალწლო თუ საშობაო ნივთებს, ხატავს, ქარგავს, ქსოვს, რეწავს, ძერწავს და ა.შ...

შეგროვილი თანხით, საშობაოდ დახმარება გაეწევათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების, გორისა და ატენის ეპარქიისა და ორგანიზაცია საქართველოს წითელი ჯვრის მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით