სიახლეები

სიახლეები

20 დეკემბერი, 2022

ქიწნისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ერთსართულიან შენობას, სადაც 30 - მდე აღსაზრდელი იღებდა სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია უტარდება.

პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავიც და კომუნიკაციებიც, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზოც და ატრაქციონებიც.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის მარტში დასრულდება.

მომავალი წლიდან, სოფელში მცხოვრებ პატარებს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია.

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში აშენდა სამი (მეჯვისხევი, მეღვრეკისი, გორი - ანწუხელიძის ქუჩა) და მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა (საქაშეთი, ახალდაბა).
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, ქვახვრელისა და ხელთუბნის საბავშვო ბაღებს.

 



საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის გორშიც აქტიურად დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება, რომლის ღირებულებაც მილიარდ ლარზე მეტია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით