
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

18 დეკემბერი, 2022
გორმა ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტს უმასპინძლა.
კონცერტზე, რომელიც სრული ანშლაგით დასრულდა, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ასევე ყველასთვის საყვარელი და ცობილი მუსიკოსები - ლიზა ბაგრატიონი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ლიზა რამიშვილი.
კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
ნიკოლოზ რაჭველის მიერ სცენიდან გაჟღერებულ იდეას, აღდგეს გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამოეხმაურა და მაყურებელს ფესტივალის აღდგენაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
ღინისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
მხარდამჭერები : საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, კონცეპტArt