სიახლეები

სიახლეები

16 დეკემბერი, 2022

2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა.

გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა.

რეაბილიტირდა:

☑️ 60 კილომეტრამდე გზა

☑️ 3 საბავშვო ბაღი

მოეწყო:

☑️ 8 სკვერი

☑️ 9 სპორტული მოედანი

☑️ 11 სოფელში სასმელი წყლის სისტემა

აშენდა:

☑️ 3 საბავშვო ბაღი

☑️ 1 სკოლა

2022 წელს 170 - მდე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამები, მოსახლეობას მათივე საყოფაცხოვრებო პირობების (საერთო სარგებლობის სივრცეების) გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

გარდა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, პროგრამების მიზანი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით