დღე : 18
ღამე : 8
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

10 დეკემბერი, 2022

გორის მერის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წელს მერიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში 60 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდა, მათ შორის 50 კილომეტრამდე სოფლებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 8 სკვერი და 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში დამონტაჟდა ახალი სასმელი წყლის სისტემა, რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა, დასრულდა 3 და მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში სასწავლო პროცესი ახლად აშენებულ სკოლაში განახლდა.

მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს რიგი სამედიცინო სერვისების დაფინანსებასა და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ფულადი დახმარებების გაცემას, 9 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.

მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში 200 - მდე პროექტი განხორციელდა. პროგრამების მიზანი, მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა სფეროს განვითარება და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა იყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
11 მაისი, 2024
სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც

სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც.  ქალებს  ვურჩევ,  რომ არ შეშინდნენ.   

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
ევროპის დღე 2024

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
9 მაისი გორში

გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით