დღე : 15
ღამე : 5
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

11 მაისი, 2024

სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც

სანამ ამ პროფესიას, ავტობუსის მძღოლობას, დავეუფლებოდი, ძალიან ბევრი პროფესია და სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ სამწუხაროდ, არსად არ იყო ისეთი ანაზღაურება, თავიც შემენახა და ოჯახსაც დავხმარებოდი.

გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩემმა შვილმა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა და გახდა სტუდენტი.

 

საჭირო გახდა მეტი ძალისხმევა, მეტი ფინანსური რესურსი, რომ შვილისთვის მიმეცა  სწავლისა და განვითარების ღირსეული პირობები.

სწორედ ამ დროს ვნახე  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული მძღოლის ვაკანსიები.   სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ეს საქმე სრულიად სხვა გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა.  გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა მეუღლის, შვილებისა და მეგობრების მხარდაჭერამ. 

 

უკვე ერთი წელია ავტობუსის მძღოლად ვმუშაობ და ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.  პირველი, მივაღწიე იმას, რომ შეიცვალა ჩემი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, რადგან მაქვს საკმაოდ კარგი ანაზღაურება.  მეორე, გავხდი უფრო თავდაჯერებული და ვირწმუნე, რომ რაკი ამხელა 18-მეტრიან ავტობუსს ვმმართავ, ყველაფერს შევძლებ.

ვიდრე,  ავტობუსის  მძღოლი გავხდებოდი,  მიჭირდა ადამიანებთან გახსნილი კომუნიკაცია. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.  სულ ვამბობდი, პატივისცემა არ უნდა მოითხოვო, პატივისცემა უნდა დაიმსახურო.

 

როცა  მგზავრები ამოდიან ავტობუსში, მაკვიდებიან სახეზე, ხელებზე, ჩაცმულობაზე და როცა მათ სახეზე   მოწონების ღიმილს ვხედავ, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია. 

ადამიანებისგან ვგრძნობ ძალიან დიდ კეთილგანწყობას.   დიდი მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელობისა და კოლეგების დამოკიდებულებას. გამიმართლა ამ მხრივ:  მენდობიან, მაფასებენ, პატივს მცემენ. თუ ახალ ხაზზე მიწევს გასვლა,  ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის.   აღარსად აღარ წავალ, ამ სამსახურში ვხედავ ჩემს თავს,  ჩემს პროფესიულ განვითარებას. ვფიქრობ,  ახლა ვარ შემდგარი და ძლიერი ქალი.

 

სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც.  ქალებს  ვურჩევ,  რომ არ შეშინდნენ.   არასოდეს არ თქვან, რომ მე ვერ შევძლებ,  ან  ეს არ არის  ჩემი სფერო,  იმიტომ რომ რთულია და კაცის საქმეა. თუ სურვილი და მონდომება არის,  ყველაფრის გაკეთებას შეძლებ. და კიდევ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ისეთი გარემო გხვდება, შეუძლებელს შეგაძლებინებენ.

ერთად ცვლილებებისთვის, მეტი ქალი სატრანსპორტო სექტორში!" - თეა შეყელაშვილი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მძღოლი. 

სხვა სიახლეები
მთავარი
30 ოქტომბერი, 2024
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოცილაური პროგრამები

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს.

გაიგე მეტი
მთავარი
27 ოქტომბერი, 2024
იაკობობა 2024

სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა.

გაიგე მეტი
მთავარი
14 ოქტომბერი, 2024
გორს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები სტუმრობდნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2024“ გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და ბიალისტოკის (პოლონეთი) წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით