სიახლეები

სიახლეები

04 აგვისტო, 2022

შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმოადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას უძღვებოდნენ თემატური მოკვლევის წევრი დეპუტატები და დონორი ორგანიზაციის პარტნიორი ექსპერტი.
ღონისძიება აღნიშნული საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის (გაზი, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის ფარგლებში გაიმართა.
გარდა ამისა პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ასევე შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ქალებისა და გოგოების ფოკუს ჯგუფებთან.
მოკვლევის ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (გორი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ქობულეთი, ამბროლაური).
თითოეულ მუნიციპალიტეტში იგეგმება სამ - სამი შეხვედრის ჩატარება.
თემატური მოკვლევა ინფრასტრუქტურაზე ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის შესახებ, ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და ეროვნული დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით