
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

02 აგვისტო, 2022
3 აგვისტო - ფილმის ჩვენება!
”მკვდარი პოეტების საზოგადოება” - ფილმი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს, ამ შანსს კი ახალგაზრდული ცენტრი “ახალი თაობა” გაძლევთ!
ფილმი კოლეჯის მეგობრების შესახებ მოგვითხრობს, ისინი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან, ის კი საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის თავის მოსწავლეებს ეხმარება, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.
ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ბმული:
https://surveyheart.com/form/62e95bb529b767219704e104