სიახლეები

სიახლეები

28 ივლისი, 2022

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო FAO-ს პროგრამაში

შიდა ქართლის მიუსაფარი ცხოველების მართვის სააგენტო ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვება
NAITS -ის სისტემაში ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ჩაერთვება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს FAO-ს წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ და ელექტრონული სისტმის ტექნიკურ ნაწილი და ფუნქციები გააცნეს.
NAITS არის ერთიანი ელექტრონული სისტემა და საქართველოს მასშტაბით აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, ასევე, მათი ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა და მფლობელების შესახებ.
NAITS II მიზნად ისახავს უზრუნველყოს სისტემის მდგრადობა და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენა იქონიოს ცხოველთა ჯანმრთელობაზე.
NAITS-ის სისტემა ამ ეტაპზე 25 სხვადასხვა მოდულისგან შედგება. მასში დარეგისტრირებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ასობით ვეტერინარი და ინსპექტორი, თავმოყრილია მონაცემები მილიონზე მეტ მსხვილფეხა საქონელსა და მათ მფლობელებზე.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც NAITS-ი დანერგა. მისი შექმნის პროცესში გათვალისწინებულია საქართველოში არსებული რეალობა და კანონმდებლობა, ასევე ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება.
სისტემით უკვე სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით