სიახლეები

სიახლეები

26 ივლისი, 2022

ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფლის ორ უბანში მოეწყობა:
☑️ გზის საფარი
☑️ მიერთებები
☑️ ეზოებში შესასვლელები

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გზის ამ მონაკვეთზე, რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

გარდა ამისა, უხვი ნალექის დროს, სოფლის ცენტრალური გზიდან ჩამოსული ნიაღვარი გზის საფარს აზიანებდა და პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.

პროექტის დასრულების შემდეგ, გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობას ეს პრობლემაც მოუგვარდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით