დღე : 19
ღამე : 6
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

13 ივლისი, 2022

სლოვაკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გორში

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს ონდრეი ლუნტერს უმასპინძლა.

შეხვედრას გორის მუნიციპალტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართოლოსისა“ და სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც მხარეებმა როგორც შიდა ქართლის, ისე ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის სპეციფიკაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს. ხაზი გაესვა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროების გაძლიერების მნიშვნელობასაც.

ონდრეი ლუნტერმა, თავის მხრივ ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის შესახებ ისაუბრა და მისი თქმით, მზადაა სხვადასხვა სფეროების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა რეგიონული და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, რა დროსაც საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების, მწვანე ინოვაციების დანერგვის, სოციალური მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები
მთავარი
11 მაისი, 2024
სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც

სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც.  ქალებს  ვურჩევ,  რომ არ შეშინდნენ.   

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
ევროპის დღე 2024

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
9 მაისი გორში

გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით