დღე : 19
ღამე : 8
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

11 ივლისი, 2022

მემორანდუმი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ასოციაცია „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარემ მარიამ მღებრიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა, ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ტალახაძემ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.

ახალგაზრდული საბჭო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში დაფუძნდა.

შეთანხმების გაფორმებამდე, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საპროექტო იდეა და ისაუბრეს გორის მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდულ საბჭოს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. 

სხვა სიახლეები
მთავარი
11 მაისი, 2024
სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც

სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც.  ქალებს  ვურჩევ,  რომ არ შეშინდნენ.   

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
ევროპის დღე 2024

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
9 მაისი გორში

გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით