სიახლეები

სიახლეები

07 ივლისი, 2022

ზერტის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება.

მალე, 80-მდე ოჯახი წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს.

ამ ეტაპზე, ხორციელდება რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა.

პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას.

დღემდე, აღნიშნულ უბანს სასმელი წყლის ამორტიზებული სისტემა ემსახურებოდა, რის გამოც აქ მცხოვრებ ოჯახებს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

სასმელი წყლის ახალი სისტემა ზერტის ერთ-ერთ უბანში გასულ წელსაც მოეწყო. იქ მცხოვრები 100 - მდე ოჯახი, წყალს წლების განმავლობაში მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით