სიახლეები

სიახლეები

07 ივლისი, 2022

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მალტაში „EuroArt 2022“ დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, კუნძულ მალტაზე, ევროპის კულტურის დედაქალაქ ვალეტაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „EuroArt 2022“ დაესწრო.

ფესტივალი მალტის ქართული კულტურის ცენტრის „GCC-MALTA,“ კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის ევროპული ფონდის (EUFSC), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის მიზანია საქართველოსა და მალტის რესპუბლიკებს შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

თეატრალური ფესტივალი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“
პიესის ავტორი ამირ დეჟაქამი.
რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მალტის რესპუბლიკაში გამართულ ქართული კულტურის კვირეულის „Euroart 2022“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა ბირგუსა და ქრენდის მუნიციპალიტეტების მერებთან ჯონ ბოქსალთან და დევიდ სქემბრისთან.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გორისა და მალტას მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ქალაქების დამეგობრება და მემორანდუმების გაფორმება.

ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა მალტის დელეგაციის საქართველოში სტუმრობა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით