დღე : 19
ღამე : 8
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

04 ივლისი, 2022

ახალი საცხოვრისი ნაზარაშვილების ოჯახს

გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, 2022 წელს სამ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯები გადაეცემათ.

ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა.

ამჯერად, კოტეჯი ქვახვრელში ნაზარაშვილებს გადაეცათ .

ნინო ნაზაარაშვილი და მისი პატარა შვილიშვილი მალე ახალ საცხოვრისში განაგრძობენ ცხოვრებას. ავარიული სახლი, სადაც ბებია და შვილიშვილი ცხოვრობს, დანგრევის პირასაა და იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.

გორის მერიამ, ნაზარაშვილებს ხის კოტეჯი საკუთარ ეზოში ჩაუდგა.

ქვახვრელში ნაზარაშვილებს ახალი საცხოვრისი გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მიულოცა და პროდუქტები მიუტანა.

პირველი ხის კოტეჯი, კარბში, კაპანაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

მიმდინარე წელს ახალ საცხოვრისს კიდევ ერთი ოჯახი მიიღებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
11 მაისი, 2024
სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც

სატრანსპორტო სისტემაში თანაბარუფლებიანია ქალიც და კაციც.  ქალებს  ვურჩევ,  რომ არ შეშინდნენ.   

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
ევროპის დღე 2024

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

გაიგე მეტი
მთავარი
09 მაისი, 2024
9 მაისი გორში

გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით