სიახლეები

სიახლეები

02 ივლისი, 2022

მარათონი "შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022"-ის ფარგლებში

გორში „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ - ის ფარგლებში მარათონი გაიმართა.

შეჯიბრების გამარჯვებული გიორგი ცოტნიაშვილი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი ლევან დემუროვმა და საბა დოთიაშვილმა გაინაწილეს.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გოგონათა საუკეთესო სამეულიც. გოგონებს შორის პირველმა ფინიში ნინო ბასიშვილმა გადაკვეთა, მას მიყვნენ ლელა ედიშერაშვილი და მარიამ მაზანაშვილი.

შეჯიბრების გამარჯვებული მონაწილეები თასებითა და სიგელებით გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დააჯილოდოვეს.

მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ღონისძიება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

აქტივობა დაიგეგმა „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ -ის ფარგლებში. პროექტი, რომლის მიზანიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, გარდა მარათონისა ითვალისწინებს შეჯიბრებების ჩატარებას
ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით