სიახლეები

სიახლეები

29 ივნისი, 2022

"იდეა აქციე საქმედ" ურეკში იდეათონით დასრულდა

პროექტის ,,იდეა აქციე საქმედ“ ფარგლებში იდეების კონკურსის დასკვნითი ეტაპი დაბა ურეკში გაიმართა.
იდეათონზე წარმოდგენილ 10 იდეას შორის ჟიურის მიერ შეირჩა 3 საუკეთესო საპროექტო იდეა.


იდეათონში გამარჯვებული პროექტების ავტორები არიან მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ ბალამწარაშვილი პროექტით ,,თვითმმართველობის გაძლიერება სკოლაში“, შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფილიპოვი პროექტით ,,მე ხელოვნებაში და ხელოვნება ჩემში“ და ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა კლდიაშვილი პროექტით ,,ჩვენ, მშობლები და ერთი მიზანი“.


გამარჯვებული იდეები სამიზნე სკოლებში სექტემბერ-ნოემბერში განხორციელდება. აღნიშნული პროექტების გარდა, გორის მუნიციპალიტეტისა და საზოგადოება ,,ბილიკის“ მიერ მხარდაჭერილი იქნება იდეათონზე წარმოდგენილი სხვა საპროექტო იდეებიც.


პროექტი ,,იდეა აქციე საქმედ“ გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას, მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.


პროექტი იდეების კონკურსის გარდა მოიცავდა ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და ადვოკატირებაზე, რაშიც ჩართულები იყვნენ 14-22 წლის ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით