სიახლეები

სიახლეები

25 ივნისი, 2022

გამყოფი ხაზის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში ცენტრალური გზიდან სკოლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 315 მეტრია, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად ეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

უკვე დასრულდა ზემო ხვითისა და ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მისი სიგრძე 785 მეტრია.

რეაბილიტაციამდე, გზის ორივე მონაკვეთზე გადადგილება უჭირდათ როგორც მძღოლებს, ასევე ფეხითმოსიარულეებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები, აღარ შეაწუხებთ.
აღსანიშნავია, რომ ზემო ხვითში ამ ეტაპზე იხრეშება შიდა საუბნო გზებიც.

პროექტი, რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით