სიახლეები

სიახლეები

20 ივნისი, 2022

გორის მერიამ გიორგი კაპანაძის 7 სულიან ოჯახს ხის კოტეჯი შეუძინა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარბში კაპანაძეების ოჯახი მოინახულა.

გიორგი კაპანაძის 7 სულიან ოჯახს გორის მერიამ ხის კოტეჯი შეუძინა.

ოჯახს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პროდუქტი მიუტანეს. ერთ - ერთმა ადგილობრივმა ქველმოქმედმა კი კაპანაძეებს საჩუქრად ავეჯი გადასცა.

ოჯახს ახალი საცხოვრისი მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ოჯახი წლების განმავლობაში, უკიდურეს გაჭირვებაში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა. მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც გიორგი კაპანაძე, ავარიის შედეგად, ეტლს მიეჯაჭვა და არაერთი ოპერაცია დასჭირდა.

გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ ორი ოჯახს გადასცემს. საცხოვრისის შეძენას მერია მომავალ წლებშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით