სიახლეები

სიახლეები

15 ივნისი, 2022

გორში ძველი ხიდის სარეაბილოტაციო სამუშაოები დაიწყო

პროექტის დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში იგეგმება. პროექტირების პროცესში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. აღსანიშნავია, რომ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად შეუნარჩუნდება მისი პირვანდელი ისტორიული სახე.

ძველი ხიდი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრატით ხორციელდება. პროექტის მიზანს ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 958 836,3 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358836,36 ევროს შეადგენს. პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც 59 თვეს შეადგენს, 2022 წლის 31 დეკემბერს სრულდება.

გორის ძველი ხიდი 1908 წელს აშენდა. ნაგებობა წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის.

ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშრებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით