სიახლეები

სიახლეები

15 ივნისი, 2022

გორში ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა (ერთი შესყიდვა).

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 718 970 ლარია.

ანტონოვის ქუჩა, რომელის სიგრძეც 380 მეტრია, თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს. ქუჩაზე იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

სააკაძის ქუჩის სიგრძე 509 მეტრია. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=462760&lang=ge 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით