სიახლეები

სიახლეები

15 ივნისი, 2022

გარემოვაჭრეებს ქუჩების გასათავისუფლებლად 7 დღე განესაზღვრათ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს უნებართვოდ განთავსებული დახლების და მსუბუქი კონსტრუქციებისგან გასათავისუფლებლად 7 დღის ვადა განუსაზღვრეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართები ქალაქის სხვადასხვა ბაზრებში შესთავაზეს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ.

გარევაჭრობისას გარდა იმისა რომ ირღვევა კანონი, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ქუჩები ნაგვიანდება და გაუვალი ხდება. გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით