სიახლეები

სიახლეები

14 ივნისი, 2022

გორის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიაში

გორის მუნიციპალიტეტის მერიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6 თვიანი კამპანიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

პროექტი „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „Helping Hand“ პარტნიორობით განხორციელდა.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს მუნიციპალიტეტების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და იუნისეფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით, სადაც მოზარდებმა მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოხალისეები და ჰიგიენის კლუბები.

პროექტში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტის 150 ახალგაზრდასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 34 ახალგაზრდა მოხალისე მონაწილეობდა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6 თვიანი კამპანია ტრენინგებით, ვებინარებით და მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოხალისეებმა დააფუძნეს ჰიგიენის კლუბები და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
მოხალისეებმა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ სესიებში, რომლებიც ჩაატარეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ფსიქოლოგებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ექსპერტებმა. სესიების გავლის შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მოეპოვებინათ მიკრო გრანტები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელეს მცირე, ლოკალური პროექტები თავიანთ თემებში.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით