სიახლეები

სიახლეები

13 ივნისი, 2022

გორში „საზაფხულო სკოლა“ გაიხსნება

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში  „საზაფხულო სკოლა“  იხსნება.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებს.

საზაფხულო სკოლაში  გასართობ-შემეცნებითი პროცესი  20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.

სკოლის ჯგუფი დაკომპლექტდება 25 ბავშვით.

სასწავლო პროცესი მოიცავს 2 საათს (10 საათიდან 12საათამდე), კვირაში 4 დღე - ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით.

რეგისტრაცია მოხდება ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში 16 ივნისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გორი/სუხიშვილის 20

ტელ. 0370 27 76 65

           555 32 23 23

პროექტს  „საზაფხულო სკოლა“  გორის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით