სიახლეები

სიახლეები

10 ივნისი, 2022

უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უფლისციხეში ადგილობრივებს შეხვდა და სასმელი წყლის სისტემა დაათვალიერა.
უფლისციხეში 311 ოჯახი, წყლის მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო, წყალსადენი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველები.
დღეს კომპანიამ, რომელმაც სამუშაოები განახორციელა, სასმელი წყალი სატესტო რეჟიმში გაუშვა.
სოფელში სასმელი წყლის სისტემა არ არსებობდა. წლების განმავლობაში ადგილობრივები ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდნენ და წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.
ახალი სისტემით წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უფლისციხელების საყოფაცხოვრებო პირობებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით