სიახლეები

სიახლეები

09 ივნისი, 2022

საინფორმაციო შეხვედრა საკუთრების უფლებების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ქორწინებისა და მემკვიდრეობის გზით საკუთრების უფლების მოპოვება-შეძენის შესახებ ინფორმაციას გაცნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მეორე ნაწილიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განიხილეს ასევე საქართველოსა და მსოფლიოში საკუთრების უფლების მოპოვება-შეძენასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებები.
ღონისძიება, რომელიც ორგანიზაცია „ელთიაი ჯგუფი“ ფონდის „ღია საზოგადოებას“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სოფლად მცხოვრებ ქალთა გარანტირებული უფლებები სასოფლო სამეურნეო მიწაზე“ ფარგლებში ჩატარდა, მხოლოდ ქალბატონები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი გორია. მისი მიზანი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ცნობიერების ამაღლებაა.
აღნიშნული ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამავე უწყების გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ვერა ბიწაძის ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით