სიახლეები

სიახლეები

07 ივნისი, 2022

წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოხვრა ამ დრომდე გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება და ამოტუმბვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, ვმუშაობთ კორდინირებულად და მაქსიმალურად ვცდილობთ სწრაფად აღმოიფხვრას უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემები. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, 70 - ზე მეტი შეტყობინებაა სამაშველო სამსახურში შესული და მაქსიმალურად ხდება რეაგირება და დახმარება. ადგილზეა მერიის კეთილმოწობის სამსახურიც და იმედი მაქვს, რომ დროულად აღმოიფხვრება ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა.“ - გორის მერის მოადგილე.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამოტუმბვის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ.

ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფები და ეზოები.

ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა შეიქმნა კომბინატის დასახლებაში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ, სადაც ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით