სიახლეები

სიახლეები

08 ივნისი, 2022

პროექტი ,,იდეა აქციე საქმედ"

,,იდეა აქციე საქმედ“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საზოგადოება ,,ბილიკი“ ახორციელებს.


პროექტის ბენეფიციარები არიან 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან.
პროექტი მოიცავს იდეების კონკურსს და ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და ადვოკატირებაზე.


დასკვნით ეტაპზე, ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი გამარჯვებული საპროექტო იდეების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, გაიმართება იდეათონის ღონისძიება, რომელშიც პროექტის ბენეფიციარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გორის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები.


პროექტი ,,იდეა აქციე საქმედ“ მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას და მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით