სიახლეები

სიახლეები

01 ივნისი, 2022

„მართე შენი მუნიციპალიტეტი“-მოსწავლეების ერთი სამუშაო დღე მერიაში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პროექტის „მართე შენი მუნიციპალიტეტის“ მონაწილეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და თითოეულ მათგანს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი და წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
პროექტის ფარგლებში, უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ერთი სამუშაო დღე გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებთან ერთად გაატარეს. აქტივობაში 12 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილებმა და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.
პროექტის მიზანი, ახალგაზრდებისთვის თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობა და მათი მართვის პროცესში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა იყო.
დაჯილდოების შემდეგ, მოეწყო კლიპის პრეზენტაციაც. ვიდეორგოლი შეიქმნა ბავშვთა უფლებების შესახებ მოსახლეობის მეტი ინფორმირების მიზნით.
აღნიშნული აქტივობა, დასკვნითი ღონისძიება იყო ბავშვთა უფლებების იმ კვირეულისა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 20 მაისს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, კვირეულის ფარგლებში იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან. შეხვედრების მიზანი იყო ცნობიერების ამღლება ბავშვთა უფლებების შესახებ.
აქტოვობები დაიგეგმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილების ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკაშირებით.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით