
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

24 აპრილი, 2018
გარემოსდაცვითი აქციის „დედამიწის საათი“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასა და გორისციხეზე ადგილობრივი დროით 20:30-21:30 ელექტროენერგია გამოირთო. აქციის მონაწილეებმა 250 სანთელი ,,60+’’ გამოსახულებით აანთეს. აქცია ,,დედამიწის საათთან“ დაკავშირებით სირბილში მარათონიც გაიმართა.
მარათონის გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების მიმდინარეობისას პატარებმა სახე ფოსფორის საღებავებით მოიხატეს. "დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ,,დედამიწის საათი“ გორში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.
#დედამიწისსაათი #დაუკავშირდიდედამიწას