სიახლეები

სიახლეები

19 მაისი, 2022

პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“

,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“.
პროექტი განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ქალბატონების, ასევე, დასაქმებისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის მსურველი 30 ბენეფიციარი ქალისთვის, რომლებიც 5 თვის განმავლობაში გაივლიან ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკულ კურსს.
პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, ტრენინგებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ბიზნესპროექტების წერისა და ფონდების მოძიების თემატიკაზე, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს დასაქმდნენ სამკერვალო საწარმოებში ან თავად წამოიწყონ მცირე ბიზნესი.
პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაციაა ,,ნაბიჯი განვითარებისათვის“, რომელიც ბენეფიციარებს სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სამკერვალო საწარმო ,,ლიდერში“ დაასაქმებს.
პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“, რომლის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ტრენინგების, სემინარების თუ სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების გზით.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით